ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:
596 71 00 01
596 71 00 02

Facebook


2017 წლის მუშაობის მოკლე ანგარიში

2017 წელს კომპანია HeatLife Geo-სა და  სს "საქართველოს ბანკს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, საქართველოს ბანკის ფილიალებში იატაკის გათბობის სისტემა "HEATLIFE"-ის მოწყობაზე. 2017 წელს საქართველოს ბანკის რამოდენიმე ათეულ ფილიალში უკვე დამონტაჟდა "HEATLIFE"-ის გათბობის სისტემა და ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე, ეს თანამშრომლობა 2018 წელსაც გრძელდება.

   იატაკის გათბობის სისტემა "HEATLIFE"-ით გათბობით კმაყოფილები არიან გორის რაიონის რამოდენიმე საბავშვო ბაღში, რუის-ურბნისის ეპარქიის რამოდენიმე ეკლესიასა და მონასტერში. ასევე რამოდენიმე ათეული ჩვენი კლიენტი წლებია უკვე ბედნიერია ჩვენი გათბობის სისტემის მოხმარებით. განსაკუთრებული საიმაყით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი გათბობის სისტემა 2017 წლის დეკემბერში დამონტაჟდა სვეტიცხოველის ეკლესიის საკურთხეველში.

კომპანიამ 2017 წელსაც გააგრძელა “აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, ინფრაწითელი საშრობი დანადგარების დამზადება. პროგრამის ბენეფიციარებს ჩვენმა კომპანიადაუმზადა "ECO DRY" -ის მოდერნიზებული საშრობი დანადგარები, რითაც გარკვეულწილად გახდა თანამონაწილე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამთავრობო პროგრამისა, რომლის მთავარი მიზანია მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების და სამუშაო ადგილების შექმნა.

ჩვენ შევქმენით უნიკალური საშრობი დანადგარები ხილისა და ბოსტნეულის გამოსაშრობად, რომელთაც ანალოგი მსოფლიოში არ გააჩნიათ. ამის გამო ჩვენმა კომპანიამ 2017 წელს დაიწყო დაპატენტების პროცედურები საქპატენტში. საქპატენტის გამოკვლევებით დადასტურდა რომ ხილისა და ბოსტნეულის შრობის ჩვენი მეთოდი არის გამორჩეული, უნიკალური და ექვემდებარება დაპატენტებას.  ჩვენს მიერ შექმნილ საშრობი დანადგარების მეშვეობით დამზადებული ჩირი ხარისხით გაცილებით აღემატება სხვა მეთოდებით დამზადებულ პროდუქტებს.

2017 წელს კომპანია HeatLife Geo-მ კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს. კომპანიამ შემოიტანა თვითრეგულირებადი გამათბობელი კაბელები, რომლის გამათბობელი ელემენტი, ისევე როგორც გამათბობელი ფირის შემთხვევაში, არის კარბონი და განკუთვნილია მილებისა და სახურავების გაყინვისგან დასაცავად. თვითრეგულირებადი კაბელი არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, მასში გამოყენებულია კარბონის განსაკუთრებული მატრიცა, რომელიც სითბოში თითქმის არ მოიხმარს ელექტროენერგიას და ნაკლებად თბება, მაგრამ რაც მეტია ყინვა, მით უფრო მეტ სითბოს გამოყოფს. თვითრეგულირებადი კაბელი არ საჭიროებს თერმორეგულატორებზე დაერთებას, რადგან თვითონ არეგულირებს ტემპერატურას.

ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა თქვენთან თანამშრომლობისათვის.

ჩვენი მისამართია. . თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი 71.

ტელ: 596710001; 596710002

www:heatlife.ge

 

https://www.facebook.com/heatlife.ge/