ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:
596 71 00 01
596 71 00 02

Facebook


ი.წ. საუნა

ჩვენი კომპანია საქართველოში  წარმოგიდგენთ სპეციალურად ინფრაწითელი საუნებისათვის შემუშავებულ ფირს HeatLife.

HeatLife” - HL 220/500



რა არის ინფრაწითელი საუნა?



ინფრაწითელი საუნა(კაბინა)გამოიყენება როგორც სამკურნალო დაწესებულებებში,ფიტნეს ცენტრებში,სილამაზის სალონებში,ასევე შინაურ პირობებშიც.

     ინფრაწითელ სხივებს ნებისმიერი თბილი ობიექტი ასხივებს.მათ შორის ადამიანის სხეულიც და არის აბსოლუტურად უსაფრთხო.ინფრაწითელ საუნაში ინფრაწითელი გამოსხივება ათბობს მხოლოდ ადამიანის სხეულს და არა ჰაერს(ჰაერის გათბობაზე იხარჯება გამოყოფილი ენერგიის მხოლოდ 20% მაშინ,როცა ეს რიცხვი ჩვეულებრივ აბანოში 80%-ია)ჯამში მეტ ინტენსიურ სამკურნალო მოქმედებას ვღებულობთ ჩვეულებრივ ტრადიციულ აბანოსთან შედარებით.ინფრაწითელი ტალღები ათბობს ქსოვილს,კუნთებს,ორგანოებს,ძვლებს,სახსრებს,აჩქარებს სისხლისა და სხვა სითხეების დინებას სხეულში.

სხეულის ღრმა გათბობა აძლიერებს ოფლის გამოყოფას-ფართოდ იხსნება ფორები და წიდები და ტოქსინებიც ინტენსიურად გამოიყოფა.თუ ჩვეულებრივ აბანოში ადამიანის ორგანიზმიდან ოფლის სახით გამოიყოფა 95% წყალი და 5% კანქვეშა ცხიმი ტოქსინებთან ერთად,ინფრაწითელ საუნაში 80% წყალი და 20% ტოქსინებისა და ცხიმების გამოყოფა ხდება.

 

     ხდება ორგანიზმის საერთო გაწმენდა,სხეული იმუხტება ენერგიით,მკვეთრად უმჯობესდება განწყობა.

HL-220/500 გამათბობელი ფირი სპეციალურად ინფრაწითელი საუნებისთვისაა დამზადებული.ინფრაწითელი კაბინის სამკურნალო ზემოქმედება მრავალმხრივია.ინფრაწითელი პროცედურების რეგულარულად გამოყენების დროს სისხლში ქოლესტერინის დონე მკვეთრად ეცემა,რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას და ხდება არტერიული წნევის მოწესრიგება,მკვრივდება და უფრო ელასტიური ხდება სისხლძარღვების კედლები,უმჯობესდება იმუნური სისტემა,იზრდება ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის უნარი,რაც თავის მხრივ აუმჯობესებს ორგანიზმის  იმუნიტეტს დაავადებებისა და გრიპის მიმართ.

     დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფა აიოლებს თირკმელების მუშაობას,სისხლძარღვთა გაფართოება ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.ინფრაწითელი გამოსხივება ეფექტურია ყელ-ყურისა და ცხვირის ქრონიკული დაავადებების დროს,ხსნის ტკივილს სახსრებში,კუნთებსა და ზურგში.აყუჩებს მენსტრუალურ და თავის ტკივილს,იოლად ხდება ჭრილობების,ნაწიბურების,მოტეხილობებისა და სხვადასხვა დაზიანებების შეხორცება.ხელს უწყობს ჰემატომის გაწოვას.ინფრაწითელი სხივის კომფორტული სითბო დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე,აღმოფხვრის უძილობას,სტრესს,ნევროზს.ზოგი მკვლევარი ამტკიცებს რომ ინფრაწითელი სხივები ახშობს კიბოს უჯრედების ზრდას,შეიძლება ითქვას ინფრაწითელი საუნა ყოველმხრივ უზრუნველყოფს პროფილაქტიკასა და ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებას.ჭარბი ოფლის გამოყოფა ითხოვს დიდი ენერგიის დახარჯვას,რის შედეგადაც იხარჯება ბევრი კალორია,ინფრაწითელი საუნის ერთ სეანსზე ვხარჯავთ იმდენივე კალორიას რამდენიც 10 კილომეტრიანი დისტანციის გარბენისთვისაა საჭირო.ამიტომ ინფრაწითელი კაბინის გამოყენება დიეტაზე სწრაფად აკლებინებს წონაში.

    ინფრაწითელი სხივების ღრმად შეღწევადობა(ფიზიკურ აქტივობასთან და რაციონალურ კვებასთან ერთად)საშუალებას გვაძლევს წარმატებით ვებრძოლოთ ცელულიტებს,რადგან აქრობს  კანქვეშა ფენას,რომელიც წყლის,ცხიმებისა და წიდებისაგან შედგება.

    ამასთან ღრმა გათბობისა და ჭარბი ოფლის გამოყოფის უზრუნველყოფის გარდა ინფრაწითელ საუნას მთელი რიგი პრივილეგიები გააჩნია ტრადიციული აბანოებისა და საუნებისგან განსხვავებით:

1.რამდენადაც მასში ჰაერი ნაკლებად თბება(ინფრაწითელ საუნებში ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 40-60°C-ფინურ საუნაში კი 90-110°C)ორთქლის წარმოშობა არ ხდება,იოლად ასატანია,მასში ადამიანი უფრო კომფორტულ პირობებშია და დამწვრობის საშიშროება გამორიცხულია(მაგ:კედელთან შეხებისას)ინფრაწითელი საუნა საშუალებას იძლევა ყველანაირი სამკურნალო ზემოქმედება ჩაიტარონ მოხუცებმა,ბავშვებმა და მათაც ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს,აგრეთვე ვისაც სიცხის გამო დისკომფორტი აქვს.

 

2.ინფრაწითელი საუნა დროის ეკონომიის საშუალებას იძლევა.მას ჩვეულებრივ აბანოსთან შედარებით გათბობის უფრო მოკლე პერიოდი გააჩნია-10-15 წუთი.გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად საკმარისია ინფრაწითელ კაბინაში ნახევარი საათი დავყოთ.ინფრაწითელი სხივების პროცედურების შემდეგ თქვენ არ იგრძნობთ მოდუნებას,დაღლილობას და ძილიანობას,სხვა აბანოებისაგან განსხვავებით პირიქით თქვენ იგრძნობთ მხნეობას, ენერგიასა და ამაღლებულ შრომისუნარიანობას; შეძლებთ მაშინვე შეუდგეთ თქვენს შემდგომ საქმიანობას.

ინფრაწითელი გამათბობელი ფირი«Heat Life»  

 

მოდელი HL-220/500 (მაღალ ტემპერატურიანი)

ფირის ზომა
«HeatLife» 220/500 (1 
რულონი)

 სისქე – 0,65 მმ
 სიგანე – 80 სმ
 სიგრძე – 100 

წონა ( 1 რულონი )

45 კგ

მაქსიმალური სიმძლავრე

500 + – 10%  ვტ/გრძ.მ

ფირის შემადგენლობა::

ფირის მრავალფენოვანი სტრუქტურა – 10დამცავი, 2 კარბონის ფენა

მექანიკური დაზიანებებისადმი გამძლე;
თერმოგამძლე 
მუშა ზედაპირი – 2-ფენა კარბონით დაფარული მთლიანი ზედაპირი.

ძაბვა

220 ვოლტი

ინფრაწითელი სხივების სიგრძე

7 – 14 მკ/მ

ინფრაწითელი ფირის  «Heat Life»განსაკუთრებულებები და უპირატესობები

-სხვადასხვა მექანიკური დაზიანებებისადმი გამძლე,ელექტრო იზოლაციური თვისებები;

თერმოგამძლე;

წყალგაუმტარი;

სითბოს გადაცემის მაღალი სიჩქარე;

ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წყარო;

-ადამიანისთვის მავნე ელექტრო მაგნიტურ ტალღებს არ ასხივებს;

ინარჩუნებს ჰაერის ბუნებრივ ტენიანობას;

ადამიანზე ზემოქმედების სამკურნალო თვისებები;

 

გემსახურებათ

30 წელზე მეტი


რაწითელ კაბინაში ნახევარი საათი დავყოთ.ინფრაწითელი სხივების პროცედურების შემდეგ თქვენ არ იგრძნობთ მოდუნებას,დაღლილობას და ძილიანობას,სხვა აბანოებისაგან განსხვავებით პირიქით თქვენ იგრძნობთ მხნეობას,ენერგიასა და ამაღლებულ შრომისუნარიანობას.შეძლებთ მაშინვე შეუდგეთ თქვენს შემდგომ საქმიანობას.