კომპანია „ჰიტლაიფ გეო“-მ წარმატებით განახორციელა ტესტირება ახალი საშრობი დანადგარების და უკვე რამდენიმე მომხმარებელს მიაწოდა ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარები - “ECO DRY”, რითაც გარკვეულწილად გახდა თანამონაწილე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ერთერთი მთავარი მიზნისა - მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების და სამუშაო ადგილების შექმნა.