ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:

Facebook

ფირის წარმოება


ყველაზე თანამედროვე და ეფექტური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა უფრო მოკლე დროში დამზადდეს და შეიქმნას ყველაზე იაფი ფირების ტიპები,ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციის წყალობით.ამასთან ამ ფირების ხარისხი და საიმედოობა ისევ მაღალ დონეზე რჩება.


ახალი ხაზი



“HeatLife“ფირების წარმოების პროცესი საკმაოდ რთულია და მრავალტექნოლოგიურ საფეხურს მოიცავს.ყოველ მათგანს მკაცრად აკონტროლებს ქარხნის პერსონალი.ისინი ყურადღებით ამოწმებენ და იცავენ”HeatLife”-ის ფირების დამზადებისათვის საჭირო ტექნოლოგიასა და მეთოდს.

წარმოების ტექნოლოგიური ციკლების კონტროლი:

ფირის დამზადების პროცესის ძირითადი ხაზი მთლიანად ავტომატიურია და არ ითხოვს მუდმივი მუშახელის ჩარევას,რომლის ძირითად სამუშაოს მასალის დატვირთვა და წარმოების კონტროლი შეადგენს.


წარმოების ძირითადი ხაზი



“HeatLife”-ის  ფირის ძირითად შემადგენლობაში შედის ორი გამათბობელი კარბონული ფენა,რომლიტაც ეტაპობრივად ჟღენთენ უქსოვად მასალას.


უქსოვადი მასალის მრავალშრიანი კარბონული გაჟღენთა



დამზადების პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს ხარისხიანი კარბონული შრობა ანუ ყველა ეტაპის შემდეგ კარბონის ფენის დადება.სპეციალური საშრობი კამერები საშუალებას იძლევა დაჩქარდეს დამზადების პროცესი.


საშრობი კამერები



 მას შემდეგ,რაც პირველი ფენა გაშრება, რულონი ისევ ხაზზე ხვდება და ედება კარბონის მეორე ფენა, რაც ფირი “HeatLife”-ის საუკეთესო ხარისხს და მდგრადობას უზრუნველყოფს.


სითბოს გამომცემი კარბონული ფენის მომზადების შემდეგ იწყება დამცავი ფენით დაფარვის ეტაპი. ეს ფენა”HeatLife”-ის ფირს ჯავშანივით იცავს და ფირი“უგრძნობი“ხდება ნებისმიერი მექანიკური დაზიანების მიმართ.


დამცავი ფენით დაფარვა  



HL-220/M2-ის დამზადების პროცესი



HeatLife-ის HL-220/M2 ფირის(დამიწებით)დამზადების პროცესი შედარებით რთულია. აღნიშნული ფენების გარდა აუცილებელია სპეციალური შრის დამატება სტატიკური ძაბვის მოსახსნელად, რისთვისაც უნდა დაეკრას დამატებით სპილენძის შინი დამიწებისათვის.



ჩვენ ვისწრაფვით იქეთკენ რომ  “HeatLife”-ის ფირები ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში ნებისმიერი ოჯახისათვის, გავითვალისწინოთ ყველა კატეგორიის მომხმარებლის ინტერესი საქართველოში და ამასთან ვიყოთ ყველაზე საიმედონი.