გამათბობელი ფირის”HeatLife”-ის დამზადების დროს ჩვენი კომპანია პირველ რიგში კლიენტების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე ფიქრობს და არა ნაწარმის გაიაფებასა და მასალის ეკონომიაზე.ჩვენ ყოველთვის გვახსოვს რომ ფირის დანიშნულება იმ იატაკზე დაგებაა სადაც არამარტო თქვენი შვილები დადის ფეხშიშველა,არამედ მძიმე ავეჯის გადაადგილებაც ხდება.ზოგჯერ რაიმე მძიმე საგანიც ეცემა ან წყალიც ესხმება იატაკს.დარწმუნებული ვართ რომ გამათბობელი ფენა “HeatLife” ყველა ამ გამოცდას გაუძლებს და მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.სწორედ ამიტომ ჩვენს ფირს გააჩნია ყველა ის თვისება,რაც მას სხვა პროდუქციისაგან გამოარჩევს:
ორმაგი ბრტყელი კარბონული ფენა
“HeatLife”-ის კარბონული ფენის მუშა ზედაპირი ბრტყელია და ამით გამოირჩევა სხვებისაგან,სადაც კარბონი ზოლებად არის დატანილი ფირის ზედაპირზე.” HeatLife”-ის ფირზე კი კარბონის სქელი ფენაა დატანილი, შემდეგ არის არმირებული და შედგება ორი შრისაგან.ეს უზრუნველყოფს უფრო თანაბარ და სწრაფ გათბობას,ამასთან დაზიანების მიმართ მდგრადობას კარბონული შრის შემთხვევითი დაზიანების შემთხვევაში(გაჭრა,ნაჩხვლეტი და ა.შ)გამათბობელი ფენა მთლიანად ინარჩუნებს მუშა მდგომარეობას მთელ ზედაპირზე.კარბონის ზოლებად დატანის დროს როგორც სხვა კომპანიები აკეთებენ, დაზიანების შემთხვევაში წყობიდან გამოდის მთელი ზოლი.
ფირის”HeatLife”-ის მრავალფენოვანი სტრუქტურა
გამათბობელი ფირი “HeatLife”-ეს არის მრავალფენოვანი სტრუქტურა,რომელიც მრავალი ფენისაგან შედგება და ყოველი მათგანი თავის თავზე იღებს დაცვას ტექნიკური დატვირთვის დროს.ისინი იცავენ ფირს ნესტისაგან,უძლებენ დიდ წნეხს,მდგრადია დარტყმისა და სხვა მექანიკური ზემოქმედების შემთხვევაში. ცეცხლგამძლე ფენა იცავს ფირს მაღალ ტემპერატურაზე(150°C)გათბობის შემთხვევაში აალებისგან.იმ შემთხვევაშიც კი თუ შემთხვევით ფირის მუშა ზედაპირი ბასრი საგნით დაზიანდება არ არსებობს დენით დაშავების საშიშროება.
ფირი “HeatLife”აგრძელებს მუშაობას ჰაერის დაბალ ტემპერატურაზე -60°C-მდე. ფირი ინარჩუნებს მოქნილობას და ყველა დანარჩენ თვისებას,ხოლო უქსოვადი მასალის ორი ფენა,რომლებიც სქლად არის გაჟღენთილი კარბონის მასით, ქმნიან მთლიან სამუშაო ზედაპირს,მათ შორის შედუღებულ სპილენძის შინთან ერთად და უზრუნველყოფენ საიმედო კონტაქტს.
საიმედო კონტაქტი
გამათბობელი ფირის “HeatLife”-ის სპილენძის შინი შეწებებულია კარბონის ორ ფენას შორის.პრაქტიკულად ყველა ელექტროხელსაწყოს უსაფრთხო მუშაობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საიმედო კონტაქტს.გამათბობელი ფირის სპილენძის შინი კარბონის ორ ფენას შორის თბომედეგი, არაწვადი წებოთია შეწებებული,ფირის ნებისმიერი დეფორმაციის შემთხვევაში დენის გამტარი ზოლები არ ზიანდება,რაც იმას ნიშნავს,რომ ფირი უსაფრთხოდ იმუშავებს.ისინი შეერთებულია სხვადასხვა ტექნოლოგიებით დამზადებული ფენებით და შედუღებულია ერთმანეთთან მაღალ ტემპერატურაზე.
სხვა მწარმოებლების ფირებზე კარბონი და პოლიეთილენი შეღებვის გზით ძალიან თხელ ფენად არის დატანილი,რაც ხშირად ძლიერი გაცხელებისა და დეფორმაციის შემთხვევაში იწვევს კარბონის ფენის მოცილებას,არსებობს კონტაქტის დაკარგვის რისკი.ამ დროს საუკეთესო შემთხვევაში ხდება მხოლოდ მუშა ზოლის დაკარგვა.გამათბობელი ფირის “HeatLife”-ის გამტარები სპილენძის შინთან მიერთებულია შედუღების გზით,რაც გამორიცხავს დაჟანგვას და კონტაქტის დარღვევას.
ზოგი ფირის კონტაქტები ერთმანეთთან მომჭერებით არის დაკავშირებული და ამ შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ რყევა და ვიბრაცია მომჭერის კბილანებსა და სპილენძის შინს შორის ჭრილებს წარმოქმნის,შეიძლება ნაპერწკალიც წარმოიქმნას,რაც კონტაქტების დაჟანგვას უწყობს ხელს.
გამათბობელი ფირი”HeatLife” და სხვა მწარმოებლების ფირები
სურათზე ნაჩვენებია გამათბობელი ფირი”HeatLife” და სხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული ფირი.” HeatLife” ფირის სიგანე 1მ-ია,რაც საშუალებას იძლევა ის 50სმ სიგანეზე დავჭრათ.სხვა მწარმოებლის ფირები სიგანით 50სმ-ია და ხშირად მათ სამეტროვე ფორმით ამზადებენ-რაც კვადრატულ მეტრზე 0,5 მეტრს შეადგენს. ჩვენი ფირის გრძივი ლენტი კი ფართობის კვადრატულზე ერთი მეტრი ეფინება,რაც ორჯერ მეტია,ვიდრე 0,5მ-იანი გრძივი მეტრი. ამას ყველა მყიდველი ყურადღებას არ აქცევს და ფიქრობენ,რომ 0,5მ-იანი ფირი ორჯერ იაფია ვიდრე ჩვენი “HeatLife”-ის ფირი. სინამდვილეში საქმე არა ფასში არამედ ფართობშია.