გათბობის სისტემა”HeatLife” ის პროდუქციაა,რომელმაც მსოფლიოში პირველად შეძლო სითბური ეფექტის მაქსიმალიზაცია,ფლობს პატენტს სითბურ ზედაპირზე.გამათბობელი ფირის მთელი ზედაპირიდან სითბოს გამოყოფისათვის გამოიყენება კარბონით ბრტყელი ზედაპირის დაფარვის მეთოდი.შესანიშნავად იზოლირებული ნახშირბადის(კარბონის) ფენის გამოყენება გვაძლევს ამრეკლავ სხივურ ინფრაწითელ სითბურ გამოსხივებას(მზის ეფექტი).
დღეისათვის ინფრაწითელი გამათბობელი ფირი “HeatLife” შენობების გამათბობლებს შორის ბოლო მიღწევაა.ინფრაწითელი გამათბობელის მუშაობის პრინციპს საფუძვლად უდევს მზიდან გამოსხივებული გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სპექტრის მიერ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისას მისი გათბობის პრინციპი.მაგ:ცივ ქარიან ამინდში როცა ჩრდილში დგახართ,იყინებით მაგრამ როგორც კი მზეზე გამოხვალთ სითბოს იგრძნობთ.ინფრაწითელი სხივები არ ათბობს ჰაერს-თბება მხოლოდ საგნები და ადამიანის სხეული.
ინფრაწითელი გამათბობელი ფირი”HeatLife” შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ძირითად,ასევე დამატებით გათბობის საშუალებად ნებისმიერ საცხოვრებელ თუ სამოქალაქო დანიშნულების შენობებში(საცხოვრებელი და საოფისე შენობები,სამრეწველო ობიექტები,მარკეტები,საავადმყოფოები,სკოლები და ასევე სხვა მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობებში,ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკები,ავტოსადგომები,ღია კიბეები,სპორტული მოედნები).ფირის საშუალებით შეიძლება გათბეს ჰორიზონტალური,ვერტიკალური ან ნებისმიერი არაბრტყელი ზედაპირი.ასევე:სახურავები,ჭერი ან სვეტები,ინტერიერის საგნები.ფირი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ფართისა და კონფიგურაციის გათბობის ლოკალური წყაროს შესაქმნელად.
დღეისათვის ეკონომიური გათბობა სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის ფონზე.ამიტომ ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელობას,რომლებსაც დიდ ფართებზე აქვთ განლაგებული შენობები(საწარმოო ცეხები,სპორტდარბაზები,საწყობები,სავაჭრო პავილიონები და სხვა მრავალი)ნამდვილად უღირთ დაფიქრება სითბოს დანახარჯზე.
ინფრაწითელი გამათბობელის(გრძელტალღოვანი,სხივური)ძირითად უპირატესობას კონვექციურისაგან განსხვავებით წარმოადგენს სითბოს გადაცემის პრინციპი.
ინფრაწითელი გამათბობელის შემთხვევაში სითბური ენერგია გამათბობელი ელემენტებიდან პირდაპირ იმ საგნებს გადაეცემა,რომლებიც ინფრაწითელი გამოსხივების ზონაში იმყოფებიან ისე,რომ ჰაერი არ თბება.
ინფრაწითელი გრძელტალღოვანი გათბობის დროს იატაკის ზედაპირის ტემპერატურა თითქმის უტოლდება ჭერის ტემპერატურას,რადგან ამ დროს თბილი ჰაერის კონვექცია უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანია.
კონვექციური(რადიატორებით ან სხვა გამათბობელი საშუალებებით) გათბობის დროს პირველად თბება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სითბოგამტარი-ჰაერი და ამის შემდეგ მიეწოდება სითბო ადამიანს.თბილი ჰაერი ბუნებრივი წესით ზემოთ ადის,იქმნება ჰაერის ძლიერი ნაკადები,რასაც მტვერიც გადააქვს შენობაში და ცივი ჰაერი ქვემოთ ჩამოდის.საბოლოოდ ვღებულობთ იმას ,რომ თბური ენერგიის დიდი ნაწილი ჭერში არსებული სივრცის გათბობას ხმარდება.
ამრიგად,რაც უფრო მაღალია შენობა მით მეტ ეკონომიურ ენერგიას გვაძლევს ინფრაწითელი გამათბობელი.
შენობის ჭერს ქვემოთ არსებული სივრცის გათბობის შემცირების ხარჯზე და ინფრაწითელი გამათბობელის კომფორტული ტემპერატურის შესაძლებელი შემცირებით საცხოვრებელი სახლებისათვის კონვექციურთან შედარებით ინფრაწითელი გამათბობელი 30-70%-ით ეკონომიურია.საწარმოო დაწესებულებებში,სადაც ჭერი გაცილებით მაღალია(საწყობები,სპორტდარბაზები,აუზები)ეკონომია 50-80%-ია.თერმორეგულატორების გამოყენება ელექტროენერგიის დამატებით ეკონომიის საშუალებას გვაძლევს.
აღსანიშნავია რომ ინფრაწითელი გამათბობელი-ერთადერთი საშუალებაა ლოკალურად გათბეს გარკვეული სამუშაო ადგილი ან შენობის ცალკეული ზონები.
ინფრაწითელი გამათბობელი საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი შენობის ცალკულ უბანზე და მთლიანად გავთიშოთ მოწყობილობა ცალკეულ ზონაში. ინფრაწითელი გამათბობელიდან სითბოს გადაცემა სხეულებზე მყისიერად ხდება. ამიტომ არ არის აუცილებელი სამუშაო ადგილის წინასწარი ან მუდმივად გათბობა. შესაძლებელია დავწიოთ ტემპერატურა მომსახურე პერსონალის შესვენებისა და სხვა სამუშაოს შესრულების დროს. სხივური სითბო ქმნის შეგრძნებას თითქოს ირგვლივ ჰაერის ტემპერატურა რამდენადმე მაღალია(2-3°C)ვიდრე სინამდვილეშია. ადამიანიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს შედარებით დაბალი ტემპერატურის დროსაც. განსაზღვრული ადგილის მომატებული ტემპერატურა ამცირებს მათ“ცივ გამოსხივებას“და კომფორტის შეგრძნებაც მეტია.
ინფრაწითელ გამათბობლებს(გრძელტალღოვანი)იყენებენ ღია სივრცის გასათბობადაც:სტადიონებზე,ქუჩის კაფეებში,საკონცერტო მოედნებზე და ა.შ.
ინფრაწითელი გამათბობელი მუშაობს უხმაუროდ-არ ვიბრირებს, არ გააჩნია წვის პროდუქტები და არ ჭირდება გამწოვი ვენტილაციის დამატებითი სისტემის მონტაჟი. ასევე, რადგან ჰაერის მასები ოთახში არ გადაადგილდება მტვრის ნაწილაკებიც აღარ ხვდება ჰაერში და შესაბამისად მათი ცირკულაცია არ ხდება გამთბარ შენობაში.
თუ არჩევანს “HeatLife”-ის გამათბობელ ფირზე შეაჩერებთ თქვენთვის უზრუნველყოფთ საიმედო,ეკონომიურ და უსაფრთხო გამათბობელს თქვენი სახლისათვის.