ინფრაწითელი გამათბობელი ფირი HeatLife -220/500 გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების ეფექტური საშრობი კამერების შესაქნელად:
სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოშრობა : ინფრაწითელი სხივების გამოყენებით ხდება პროდუქტის დეზინფიცირება და მისი თანაბრად გამოშრობა (ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები, პურეული პროდუქტები, ზღვის პროდუქტები და ა.შ).
სითბოგამომყოფი ფირის “ HeatLife“-ის გამოყენება ზოგიერთი პროდუქტის გრძელვადიანი შენახვისათვის გამოსაშრობად მეტად ეფექტურია მისი ინფრაწითელი სხივების წყალობით და შესაძლებლობა გვაქვს, მივიღოთ მაღალი ხარისხის ჩირი, ამავე დროს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ბუნებრივი გემო და არომატი.
ხილბოსტნეულის რეკომენდირებული სახეობები:
● ქლიავი, ვაშლი, ხურმა და სხვა ხილი, მწვანილი, ბოსტნეული, სოკო და ა.შ.
მალფუჭებადი პროდუქტების გამოსაშრობად საჭიროა დამატებითი ზომების მიღება მათი გრძელვადიანი შენახვის დროს.
საშრობი კამერები ინფრაწითელი გამათბობელი ფირი „HeatLife“-ის გამოყენებით
გამოშრობის მაგალითები