28 ივნისს, ქ. თბილისის მერიაში, მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა. კომპანია „ჰიტლაიფ გეო“ საზოგადოების წინაშე წარსდგა ინოვაციური, ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარით HL-241 და ხურმის საშრობი დანადგარით HL-501.