ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:

Facebook

ინფრაწითელი საშრობების წარმოების ახალ ეტაპი

ინფრაწითელი საშრობების წარმოების ახალ ეტაპი

ჩვენს კომპანიაში ინფრაწითელი საშრობების წარმოების ახალ ეტაპი დაიწყო. ჩვენ შევქმენით და უკვე დავამონტაჟეთ ინფრაწითელი საშრობი კამერები, რომლებიც ისევე, როგორც საშრობი დანადგარები, სრულიად უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. შრობის პრინციპი ამ კამერებშიც ეფუძნება გრძელტალღოვან ინფრაწითელ სხივებს, რომელსაც, ისევე როგორც ჩვენს მიერ შექმნილი ინფრაწითელი საშრობი დანადგარების შემთხვევაში, გამოყოფს სტელაჟების თაროებზე განლაგებული მაღალტემპერატურიანი ინფრაწითელი გამათბობელი ფირი. ინფრაწითელი საშრობი კამერები არ საჭიროებენ დამატებით მომსახურებებს(დალაგებული ხილის გადატრიალებებს ან ადგილმონაცვლეობებს), რაც ამარტივებს და აიაფებს ხილის შრობის პროცესს.