უსაფრთხოების სერთიფიკატი UL 1683
ინფრაწითელმა გამათბობელმა ფირმა „HeatLife„მიიღო ამერიკის სერთიფიკატი UL 1683.
Underwriters Laboratories Inc. (UL) —აშშ-ში დამოუკიდებელი,არაკომერციული ორგანიზაციაა ტექნიკურ უსაფრთხოებაზე სტანდარტებისა და სერთიფიცირების დარგში.1894 წლიდან კომპანია გარდა ელექტრო და ხანძარუსაფრთხო პრობლემებისა წყვეტს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:საფრთხის შემცველი ნივთიერებების შემადგენლობა,წყლის ხარისხი,საკვები პროდუქტების ვარგისიანობა,წარმოების ტესტირება და ეკოლოგიური მდგრადობა.
კომპანიას წარმომადგენლები ყავს 104 ქვეყანაში,ფლობს 95 ლაბორატორიას. UL წარმოადგენს დოკუმენტაციისა და უნიფიცირების შემმუშავებელს აღჭურვილობებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების სფეროში,ასევე მუშავდება ტესტირება,სერტიფიცირება,ინსპექტირება და მარკირება დანადგარებისათვის.
დღეისათვის ყველაზე მისაღები და გავრცელებული სერთიფიკატია UL 499.
სერთიფიკატი UL 1683 უფრო სრულყოფილია.ეს სტანდარტი მოიცავს დანადგარის ტესტირებისთვის აუცილებელ რიგ კომპლექსებს.
აი ძირითადი და ყველაზე აღსანიშნავი:
1.1 აღნიშნული სტანდარტი ვრცელდება ელექტრულ სტაციონალურ გამათბობელ სისტემებზე და გამოიყენება შავ იატაკზე ზემოდან დასაგებად სამუშაოს დამთავრებამდე. National Electrical Code, NFPA 70,სტატია 424-ის მოთხოვნის თანახმად და გამოიყენება სისტემური ძაბვა არაუმეტეს 600 ვოლტისა.
1.2 ეს მოთხოვნები ვრცელდება ელექტროგამათბობელ სისტემებზე,რომელთა ტიპები მითითებულია 1.3.პუნქტში,მხოლოდ 1.4 პუნქტთან შეთანხმებით.
1.3 ეს მოთხოვნები ვრცელდება შემდეგ გამათბობელ სისტემებზე:
ა)ელექტროგამათბობელი კაბელი და კაბელი გადამტანებზე
ბ)დრეკადი და მყარი ელექტროგამათბობელი პანელები,ბილიკები და გამათბობელი მოწყობილობა პანელის სახით.
გ)გათბობის დრეკადი ელექტრო სისტემები,მათ შორის ნახშირბადფირფიტოვანი კონსტრუქციები,აგრეთვე:
დ)ნებისმიერი ზემოთ ნახსენები ტიპების კომბინაციები.
1.4 ეს მოთხოვნები ვრცელდება ერთი ან რამდენიმე დანადგარის შემდეგ ვარიანტებზე:
ა)შავი იატაკი,რომელიც ხის,ბეტონის ან სხვა მასალისაა.
ბ)პირდაპირ იატაკის საფარის ქვემოთ- მაგ:ფილა,ხალიჩების საფარი,ხე,ლამინატი,ვინილის ფენა,დეკორატიული ბეტონი ან სხვა იატაკის საფარი.
გ)ბეტონის ან სხვა მსგავსი საფარველი.
დ)მშრალ ან ნესტიან შენობაში National Electrical Code, NFPA 70-ის მიხედვით.
ე)ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი კომბინაცია.
2. სერტიფიცირების თავისებურებები და ჩატარებული ტესტები
მხოლოდ UL-ის ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტები
2.1 გამათბობელი სისტემის დაყენება
-ტესტი ხის ზედაპირისათვის
-ტესტი ბეტონის ზედაპირისთვის.
2.2 გამათბობელი სისტემის ტესტირება
-სისტემის მიერ მოხმარებული სიმძლავრე
-ტესტი კონტაქტის საიმედოობაზე
-ტესტი დიელექტრული მასალა-მშრალი
-ტესტი დიელექტრული მასალა-ნესტიან გარემოში
-ტესტი გამრუდებაზე
-ტესტი მექანიკურ გამძლეობაზე
-ტესტი რყევაზე
-ტესტი მაღალ ძაბვაზე
-ტესტი ხანგრძლივ სტატიკურ დატვირთვაზე
-ტესტი გადახურებაზე
-ტესტი დარტყმის გამძლეობაზე
-ტესტი მუდმივი დენის გამძლეობაზე
-ტესტი ნაჩხვლეტსა და გაჭრაზე
-ცეცხლგამძლეობაზე
ამრიგად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ იქნა დამტკიცებული,რომ ინფრაწითელი გამათბობელი ფირის“HeatLife”მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა უმკაცრესადაა დაცული.