ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:
596 71 00 01
596 71 00 02

Facebook


გათბობა

ინფრაწითელი გამათბობელი ფირი HeatLife-ის გამოყენება, როგორც გათბობის ძირითადი სისტემა

ერთ-ერთი ყველაზე რთული და აუცილებელი საკითხი ნებისმიერი შენობის აგების დროს არის გათბობა.თანამედროვე ბაზარი უამრავ გადაწყვეტას გვთავაზობს,რომელთა უმეტესობას თან ახლავს რიგი სიძნელეებისა-ძვირდღირებული შეთანხმებები,პროექტირება,მიერთებები,მონტაჟი,რთული და ძვირი მომსახურეობა.გარდა ამისა როგორც წესი საჭიროა პირველადი შენატანები.

კაპიტალური ობიექტების მშენებლობებზე,სადაც ცენტრალური გათბობაა-საჭიროა თბური ბილიკების დაგება,ბოილერის დაყენება,გათბობის სიტემის შიდა მოწყობა,ტექნიკური პირობებისა და თანხმობის მიღება ამ გამათბობელზე.

გაზით გამათბობელისათვის-დროებითი ნაგებობა,საქვაბის აშენება,გაზის მილების ობიექტამდე მიყვანა,გათბობის სისტემის შიდა მოწყობა,თანხმობა ტექნიკურ მონაცემებზე გაზის ლიმიტის მისაღებად.

დაბალსართულიან შენობებში(ქალაქგარე სახლები)-გაზის მილების ობიექტამდე მიყვანა,ელექტროგამათბობელის შიდა სამუშაოები,შეთანხმება.

ნებისმიერ შემთხვევაში გათბობის სისტემა აუცილებლად მთელ შენობაში ერთდროულად და ყველგან უნდა დამონტაჟდეს.

 

ინფრაწითელი გამათბობელი ფირის“ HeatLife“-ის ძირითადი გათბობის სისტემად გამოყენების შემთხვევაში საშუალება გაქვთ:

       ●არსებითად დაწიოთ გათბობის სისტემის შექმნისათვის პირველადი ხარჯები,გამათბობელი სისტემის “ HeatLife“-ის შეძენა და მონტაჟი-როგორც წესი უფრო იაფია ვიდრე სხვა ვარიანტი.

      ●ეტაპობრივად შექმნათ გათბობის სისტემა,არ ჩადოთ ერთდროულად მნიშვნელოვანი თანხები და არ დაკარგოთ დრო სანამ მთელი შენობა ბოლომდე დასრულდება.ფირი “ HeatLife“შეიძლება მთელ შენობაში არაერთდროულად დაიგოს და წარმატებით იმუშაოს შენობის იმ ადგილების გასათბობად,სადაც დაგებულია.

    ●შემცირდეს დანაკარგები გათბობაზე.გამათბობელ ფირთან შედარებით ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროსაქვაბის შემთხვევაში გაცილებით დიდია.გამათბობელი ფირი “ HeatLife“სითბოს გამოსაყოფად გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს(8 დან 40 ვტ.სთ/მ²).“ HeatLife“-ის ფირის გამოყენება ისეთ შენობებში,სადაც ბევრი ოთახია(სასტუმრო და საოფისე შენობები) შეიძლება თბობის ტემპერატურის რეგულირება ცალკეული სივრცისათვის ცენტრალური პულტით.შენობის იმ ნაწილის ძლიერად გათბობის აუცილებლობა არ არის,სადაც ხალხი არ იმყოფება.ყველა სხვა გათბობის საშუალებებისათვის საჭიროა ტექნიკური მომსახურება,რაც დამატებითი ხარჯია მათ შესანახად(მოსავლელად).

    ●შევქმნათ შენობაში სითბოს მიწოდების ეფექტური სისტემა.

    ●დაიზოგოს მიმდინარე ხარჯები მომსახურეობაზე.

 

ეფექტური დამოუკიდებელი გათბობის სისტემის შესაქმნელად საკმარისია ინფრაწითელი გამათბობელი ფირი “ HeatLife“დამონტაჟდეს შენობის ფართის 60-80%-ზე.გათბობის სისტემის დეტალური ხარჯთაღრიცხვის გამოსათვლელად მიმართეთ ჩვენს სპეციალისტებს.