ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:
596 71 00 01
596 71 00 02

Facebook


ხის მასალის გამოშრობა

მკს-მობილური კომპლექსის საშრობი


კომპანია “ ჰიტლაიფ გეო გთავაზობთ ყურადღებით გაეცნოთ უნიკალურ საშრობ მოწყობილობას

HeatLife“-ის ინფრაწითელი ფიროვანი გამოსხივების გამოყენებით-ხე-ტყის საშრობ კომპლექსებში-საველე პირობებში მკს.


ხე-ტყის გამოშრობის ტექნოლოგია ინფრაწითელი გამოსხივების საშუალებით ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ იყო ცნობილი , მაგრამ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული დაფართო მოხმარებაში ვერ დაინერგა,რადგან ინფრაწითელი გამოსხივების მისაღებად გამოიყენებოდა 500ვტ.-ზე მეტი სიმძლავრის ვარვარების ნათურა. სამეცნიერო კვლევებმა და პრაქტიკული გამოყენების დროს დაკვირვებებმა ცხადყო, რომ შრობის დროს სხივური სითბო ხის სიღრმეში 15მმ-მდე აღწევს. კონვექციური მეთოდისაგან განსხვავებით თბება ხის მასალა და არა ჰაერი-რაც თავისთავად ანაორთქლით ქერქის თვითდანამების პროცესს უწყობს ხელს.თვითდანამების ეფექტის შემთხვევაში ჩასატარებელია გარკვეული ტექნოლოგიური პროცესები მასალისაგან ჰიდროსკოპიული ნამის გამოსადევნად.

 

კომპანია HeatLife“-ის სპეციალისტებმა შეძლეს გასული საუკუნის 30-იან წლებში შექმნილი ინფრაწითელი გამოსხივებით ხის შრობის მეთოდის შენარჩუნება,დახვეწა და უფრო სრულყოფილი საშრობის შექმნა,სადაც ეფექტი მიღწეული იქნა ფიროვანი ინფრაწითელი გამათბობელის “ HeatLife“-ის საშუალებით ვარვარების ნათურის გარეშე,რომელიც ფოლადის ფილას წითელ წრთობამდე აცხელებს.

 

HeatLife“-ის ფიროვან ინფრაწითელ გამოსხივებას გააჩნია შემდეგი უპირატესობანი:

 

           ●“ HeatLife“-ის ბრტყელი კარბონული დაფარვის ინფრაწითელი გამოსხივების ფირი მოიხმარს საშუალოდ 60ვტ-მდე ენერგიას 1მ²ზე.ხე-ტყის გამოშრობისას. ამ მეთოდის გამოყენებისას ელექტროენერგიის დანაკარგი უფრო მცირეა ვიდრე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში,თუნდაც დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული კონვექციური მეთოდის გამოყენების დროს-როცა მასიური ხისაგან ნესტის გამოდევნა ხდება.

           ●ინფრაწითელი დამასხივებელი HeatLife“ხანძარუსაფრთხოა,რაც გამორჩეულად განასხვავებს მას სხვა ფიროვანი ინფრაწითელი გამათბობლების,ვარვარების ნათურების,ღუმელების,გაცხელებული თუჯის ფირფიტებისა და სხვათაგან.

           ●ფირის მოხმარების ვადა 30 წელზე მეტია. ფირი “ HeatLife“-ს მრავალფენოვანი სტრუქტურა აქვს-შედგება მრავალი ფენისაგან და ყველა შრე ცალკეულად თავისთავზე იღებს ტექნოლოგიურ დატვირთვას.ისინი იცავენ ფირს ნესტისაგან, უძლებენ დიდ წნევას ფირზე,არ ეშინიათ დარტყმისა და სხვა მექანიკური ზემოქმედებისა.ცეცხლგამძლე ფენა იცავს ფირს თბობის მაღალი ტემპერატურის დროს აალებისაგან.(150°C-მდე).

           ●ხის გამოშრობის ტექნოლოგია ინფრაწითელი დამასხივებლის “ HeatLife“-ის გამოყენებით მკვეთრად ამცირებს გამოშრობის დროს და თავიდან ავიცილებთ მასალის დეფორმირების საშიშროებას.

 

შრობის ტექნოლოგია

 

სისტემის გამათბობელ ელემენტს წარმოადგენს დამასხივებელი HeatLife“,თბება რა +65°C-მდე,სხივები თავს იყრის ფარებში,რომლებიც დასტის ზომისაა.კონტროლის ავტომატიური სისტემა ტექნოლოგიური პროცესების კვალდაკვალ ტენიანობისა და ატმოსფერული წნევის მიხედვით არეგულირებს ტემპერატურას.

 

ხის მორებს სიგრძით 1-დან 6მ-მდე და “ HeatLife“-ის გამომსხივებელ ფარებს ალაგებენ ერთად, დასტებად შეკრულს-მეტალიზებულ ამრეკლავ კვადრატულ ფილებზე ისე,რომ ნახერხი მასალის სისქე,რომელიც მჭიდროდ ეკვრის თითოეულ გამომსხივებელ ფარს,არ უნდა აღემატებოდეს 250მმ-ს,რათა დასხივება სრულყოფილად მოხდეს. ავტომატური გადამცემების დაყენების შემდეგ იკეტება ორთქლგამტარი კონტური,რითაც შეკრული დასტის იზოლირება ხდება ატმოსფერული ჰაერისაგან.ორთქლგამტარი კონტურის შიგნით ჰაერის ნესტს და ტემპერატურას უფრო მაღალი მახასიათებელი აქვს,ვიდრე ატმოსფეროში.

ორთქლგამტარის მემბრანა ისეა მოწყობილი,რომ ორთქლი გარეთ გამოდის და შიგნით არ ბრუნდება.რადგან საშრობში აგენტი იზოლირებულია ატმოსფეროსგან,იქმნება სათბურის ეფექტი და აგენტი ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურას,რაც საშრობ აგენტზე კარგად აისახება და იზრდება ნესტის შეწოვის მოცულობა 30-იდან 130 გრამამდე მ³-ზე.ამ მეთოდის უპირატესობა იმაში გამოიხატება,რომ ხეს აცხელებს არა გამომშრობი აგენტი,არამედ პირიქით-ხე აცხელებს გამომშრობ აგენტს და იზრდება მის მიერ შეწოვილი ორთქლის ტევადობის დონე.გამომშრობი აგენტის ტემპერატურისა და ნესტის კონტროლი ხორციელდება „ოვენის“ ხელსაწყოების გამოყენებით.

 


ავტომატური გადამცემებისა და ორთქლგამტარი კონტურის დაყენების შემდეგ დამსხივებელ ფარებს მიეწოდება ძაბვა 220ვ.და 5-7 დღის შემდეგ თქვენ მიიღებთ მაღალხარისხიან გამომშრალ ხის მასალას.